No description available.სამძლეოსნო ფედერაციების საერთაშორისო ასოციაციამ რუსეთის ფედერაციას ვალის გადავადებაზე უარი უთხრა. მოგეხსენებათ, ამ უკანასკნელს ჯერ კიდევ 2015 წელს ჩამოერთვა ასოციაციის წევრობა და 10 მილიონი დოლარი ჯარიმის გადახდაც დაეკისრა. აქედან 5 მილიონი პირობითი ჯარიმაა, მეორე 5 მილიონი კი 1 ივლისამდე უნდა დაიფაროს.
საერთაშორისო ასოციაციის პრესმდივანმა ნიკოლ ჯეფრიმ გადაწყვეტილების ურყევობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. წინააღმდეგ შემთხვევაში ტოკიოს ოლიმპიადაში მონაწილეობას ვერ მიიღებს ის რამდენიმე რუსი სპორტსმენიც, რომლებსაც აქამდე ნეიტრალური დროშით ასპარეზობის ნება დართეს.