CSKA Moscow vs. KIROLBET Baskonia Vitoria-Gasteiz - Gameუკვე მთელი ევროპული მედია თორნიკე შენგელიას რუსულ ცსკა-ში გადასვლაზე წერს. ყველა დადასტურებულად – მხოლოდ შენგელიას ყოფილ კლუბ „ბასკონიასა“ და ახალს – ცეესკას არ  უთქვამთ არაფერი.

არადა, ქართველი კალათბურთელის რუსული არმიის კლუბში გადასვლამდე მანამდეც ბევრი იწერებოდა, მაგრამ დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ თორნიკემ ცეესკას კალათბურთელია.

რუსებმა თავისი მაინც გაიტანეს და „ბასკონიასთან“, რომელთანაც ქართველ ფორვარდს კონტრაქტი წლის ბოლომდე ჰქონდა, შეთანხმებას მიაღწიეს. „ბასკონია“ კომპენსაციის სახით 1.5 მილიონ ევროს ითხოვდა – ცეესკამ ივაჭრა და ეს თანხა შეამცირებინა.

თავად კალათბურთელთან კონტრაქტის დეტალები ჯერ უცნობია…

Playoffs Game 1: CSKA Moscow vs. KIROLBET Baskonia Vitoria-Gasteiz ...ისე, რა ცუდად ჟღერს და იკითხება არა, შენგელია ცეესკაში…რა უხერხულად ხვდება ყურს, საქართველოს ნაკრების კაპიტანი რუსული არმიის გუნდში გადავიდა… თანაც, შოთა არველაძის ფონზე, რომელმაც რუსეთში მუშაობაზე უარი იმ მიზეზით განაცხადა, რომ ჩვენი მიწები მათი ოკუპირებულია. შენგელიასთვის კი, არმიის კლუბი გამოჩნდა… თუმცა, საკუთარი საქმე თავად უკეთ იცის, მით უფრო, კარიერული თვალსაზრისით…

თორნიკე არა მხოლოდ საქართველოს ნაკრების, არამედ, „ბასკონიას“ ლიდერი და კაპიტანიც იყო. დაუსრულებელ ევროლიგაში შენგელიამ 20 მატჩი ითამაშა და საშუალოდ 11.4 ქულას, 4.3 მოხსნასა და 1.6 პასს აკეთებდა.

თორნიკეს NBA-შიც უთამაშია – დრაფტზე 54 ნომრად „ფილადელფიამ“ აირჩია, მაგრამ მაშინვე „ბრუკლინს“ დაუთმო, საიდანაც „ჩიკაგოში“ გადავიდა. ოკეანისგაღმიდან ევროპაში მობრუნებული 2014 წლიდან „ბასკონიას“ ღირსებას იცავდა.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვის ცეესკაში ადრე საქართველოს ნაკრების სხვა კალათბურთელებს – გიორგი ცინცაძესა და მანუჩარ მარკოიშვილსაც უთამაშიათ.