ტოკიოს გუბერნატორობის კანდიდატმა ტარო იამამოტომ პირობა დადო, რომ გააუქმებს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს, რომელიც პანდემიის გამო 2021 წლის ზაფხულისთვის გადაიდო.
პარტია „რეივა სინსენგუმის“ ლიდერი გამარჯვების შემთხვევაში პრეფექტურის ყველა მაცხოვრებელს 100 ათას იენს (934 დოლარი) შეპირდა პანდებიის გამო შექმნილი პრობლემების დასაძლევად.
არჩევნები 5 ივლისს გაიმართება და იამამოტოს კონკურენტი მოქმედი გუბერნატორი იურიკო კოიკე იქნება.