გერმანულ ბუნდესლიგაში ახალი რეკორდი დამყარდა – კლუბებმა ერთ სეზონში სტუმრად მოგებული მატჩების საუკეთესო მაჩვენებელი განაახლეს.
ბუნდესლიგის 31-ე ტურში სტუმრებმა ექვსი მატჩი მოიგეს, შედეგად, ამ მაჩვენებელმა სეზონში 106-ს მიაღწია. ძველი შედეგი – 102 გასვლითი მოგებული შეხვედრა 2011-12 წლების სეზონზე მოდის.
ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ გერმანიის ჩემპიონატის დასრულებამდე ჯერ კიდევ სამი ტურია დარჩენილი.
სატურნირო ცხრილს მიუნხენის „ბაიერნი“ ლიდერობს, რომელსაც 73 ქულა აქვს. მეორე ადგილზე „დორტმუნდია“, რომელიც ბავარიელებს 7 ქულით ჩამორჩება. საუკეთესო სამეულს 62 ქულით „ლაიფციგი“ ხურავს.
ასე რომ, მომდევნო ტურში დიდი შანსია „ბაიერნმა“ ჩემპიონობა იზეიმოს.
