უსიამოვნო ამბავი – საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ თომას ბახის განცხადებით, ძალოსნობა, შესაძლოა, ამოღებული იქნას ოლიმპიური თამაშების პროგრამიდან.
რატომ რის ჩვენთვის არასასიამოვნო, ადვილი მისახვედრია – გვყავს ლაშა ტალახაძე, ვისგანაც მძიმე წონაში არამარტო გარანტირებულ ოქროს ველით ხოლმე, არამედ მსოფლიოსა და ოლიმპურ რეკორდებს. მედლები გვაქვს სხვა წონით კატეგორიებშიც.
რატომ მივიდა ამ გადაწყვეტილებამდე სოკ-ი? მიზეზი ესაა: ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციას (IWF) უამრავი დარღვევა ამოუქექეს.
შემოწმებამ ცხადყო, რომ IWF მალავდა ინფორმაციებს. უფრო კონკრეტულად კი 40 დადებით დოპინგ-ტესტს და დამნაშავეებს უფლებას აძლევდა მსოფლიოს ჩემპიონატებზე მიეღოთ მონაწილეობა. თანაც, კაცმა არ იცის ის 40 დადებითი ტექსტი ვის, რომელ სპორტსმენს ეკუთვნის. შედეგად, IWF-ის ყოფილი პრეზიდენტი ტამაშ აიანი, შესაძლოა, კორუფციასა და ანტიდოპინგური კომისისს წესების დარღვევაში იქნას ბრალდებული.
„ძალიან შეშფოთებული და შოკირებული ვართ შემოწმების პასუხით და მასშტაბით. ვიტოვებთ უფლებას, გამოვიყენოთ ყველაზე მკაცრი გადაწყვეტილება და ძალოსნობა ოლიმპიური თამაშებიდან ამოვიღოთ“, – განაცხადა ბახმა.
გეტყვით, რომ ძალოსნობა პირველად 1896 წელს ათენის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში შეიტანეს. თავდაპირველად შეჯიბრი მხოლოდ კაცებში ტარდებოდა. ქალები საქმეში 2000 წლიდან, სიდნეიში გამართულ ოლიმპიადაზე ჩაერთვნენ. სპორტის ამ სახეობაში მედლების 15 კომპლექტი თამაშდება.