შვეიცარიის ფედერალურმა პროკურატურამ ფიფას ყოფილი პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი მილიონი დოლარის უკანონოდ გაცემის საქმეში დაადანაშაულა და ბრალი წაუყენა.
ბლატერი ეჭვმიტანილია საფეხბურთო სფეროში არსებული თანხების არამიზნობრივად მართვაში.
საქმე აღიძრა თანხის უპროცენტოდ გაცემის გამო, რომელიც ფიფამ 2010 წლის 13 აპრილს ტრინიდადი და ტობაგოს საფეხბურთო ასოციაციას გამოუყო. საქმეში მითითებული იყო, რომ განაცემი თანხა იყო უპროცენტო, უზრუნველყოფის გარეშე და შემდგომში შეფასებული, როგორც საჩუქარი.
შვეიცარიის პროკურატურაში ამბობენ, რომ 2020 წლის მაისში ბლატერის ერთი საქმე დაიხურა, მაგრამ მეორე გაიშალა, რომელშიც ფიფას ყოფილი გენერალური მდივანი ჟერომ ვალკე და ამავე, გენერალური მდივნის მოვალეობის დროებით შემსრულებელი (2015-16 წლებში) მარკუს კატნერი ფიგურირებენ.
შეგახსნებთ, ბლატერი ფიფას თავკაცი 1998 წლიდან 2015 წლამდე იყო და პოსტი კორუფციული სკანდალის გამო საკუთარი განცხადებით დატოვა.