Team Rosters - Athens 2007 - Welcome to EUROLEAGUE BASKETBALLმოულოდნელ ინფორმაციას ავრცელებს ბერძნული საკალათბურთო კლუბი „პანათინაიკოსი“ – გუნდი მზად არის გაწყვიტოს კონტრაქტი ევროლიგასთან, რომელსაც ხელი 2015 წლის ნოემბერში 10 წლის ვადით მოაწერა.

კლუბის უფროსობის განცხადებით, ბოლო თვეების მანძილზე ევროლიგის ხელმძღვანელობასთან ტურნირის დატოვების შესახებ წერილობით კონტაქტი ჰქონდათ, თუმცა მათი კითხვები უპასუხოდ დარჩა და ყველაფერი პანდემიით გამოწვეულ კრიზისს დაბრალდა. „პანათინაიკოსი“ ახლა უკვე დაბეჯითებით ითხოვს ეს საკითხი უახლოეს პერიოდში იქნას განხილული.

„პანათინაიკოსის“ ხელმძღვანელობა ევროლიგიდან გამოსვლის შემთხვევაში სერიოზულ პრობლემებს დაეჯახება. 11 გუნდს, რომლებიც მუდმივად მონაწილეობენ ტურნირში, ხანგრძლივი კონტრაქტი აქვთ. როგორც გითხარით, მათ შორის „პანათინაიკოსსაც“. ასე რომ, კონტრაქტის დარღვევისთვის ბერძნებს ევროლიგისთვის 10 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

„პანათინაიკოსის“ გარდა, დანარჩენი 10 გუნდი, რომელთაც ხანგრძლივი კონტრაქტი აქვს, არიან: „ეფესი“, „ფენერბახჩე“ (ორივე თურქეთი), „მილანო“ (იტალია), ცსკა (რუსეთი), „რეალი“, „ბარსელონა“, „ბასკონია“ (ყველა ესპანეთი), „ოლიმპიაკოსი“ (საბერძნეთი), „მაკაბი“ (ისრაელი), „ჟალგირისი“ (ლიეტუვა).

ყველა კონტრაქტის ერთგული რჩება და ევროლიგის დატოვებას არ აპირებს.