Real Madrid | Del Bosque: "They undervalue Zidane, like they did ...Soccer, football or whatever: Real Madrid Greatest All-Time Team ...მადრიდის „რეალის“ თავკაცი ზინედინ ზიდანი ხვალ გუნდს მოედანზე „ეიბარის“ წინააღმდეგ გაიყვანს და ეს იქნება ზიზუს საიუბილეო, მე-200 შეხვედრა მადრიდული გუნდის მთავარი მწვრთნელის რანგში.

ლეგენდარული ფეხბურთელი და მწვრთნელი მადიდული კლუბის მესამე თავკაცი იქნება, რომელმაც 200-მატჩიან ზღვარს მიაღწია. მთავარი მწვრთნელის რანგში რეკორდული მაჩვენებელი მიგელ მუნიოსს აქვს – 605 შეხვედრა, მეორე ადგილზე ვისენტე დელ ბოსკეა, რომელსაც „სამეფო კლუბი“ მოედანზე 236-ჯერ გაუყვანია.

განვლილ 199 მატჩში ზიდანმა 131 მოიგო, 42 ფრედ ითამაშა და 26 წააგო. ფრანგმა გუნდი 10 ტიტულამდე მიიყვანა (საშუალოდ ერთი ტიტული 19.9 მატჩში), მათ შორის სამი ჩემპიონთა ლიგის თასი გახლავთ. ზიდანის ხელმძღვანელობით „რეალმა“ გაიტანა 486 (საშუალოდ 2.44) გოლი და გაუშვა – 209 (საშუალოდ 1.05) ბურთი.