გერმანული ბუნდესლიგის 31-ე ტურში „დორტმუნდი“ დიუსელდორფის „ფორტუნას“ სტუმრობდა და თუმცა ჯახი სახუმარო არ იყო, შეხვედრა უგოლო ფრისკენ მიდიოდა.
მერე იყო გასროლა…
95-ე წუთზე დორტმუნდელების ვარსკვლავბიჭუნა ერლინჰ ჰოლანდმა გამარჯვებისა გაიტანა. ნორვეგიელისთვის ეს მე-12 ბუნდესლიგურ შეხვედრაშერლინი გატანილი მე-11 გოლი იყო. სულ ჰოლანდმა დორტმუნდელთა მაისური 15 შეხვედრაში მოირგო და 14 გოლით ისახელა თავი.
გაცილებით შთამბეჭდავია სტატისტიკა, თუ ჰოლანდს სეზონის პირველ ნახევარში „ზალცბურგის“ სასარგებლოდ გატანილებსაც მივათვლით, ყმაწვილკაცის სეზონური მონაგარი 37 შეხვედრაში გატანილი 42 გოლი და 10 შედეგიანი გადაცემაა.