ამსტერდამულმა კლუბმა ახალი ფორმის პრეზენტაცია მოაწყო, რომელმაც ფურორი მოახდინა. მწარმოებელმა „ადიდასმა“ თავადვე უწოდა მას ყინულისფერი. ტრადიციული თეთრ-წითელ ზოლებში გადაწყვეტილი მაისურები არსად გამქრალა. ის საშინაო ფორმაა, ყინულისფრად კი „აიაქსი“ გასვლით მატჩებში შეიმოსება.
შეგახსენებთ, რომ „ადიდასთან“ ამსტერდამელებმა ახლახანს ახალი, 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს და ჯამურად 50 მილიონ ევროს მიიღებენ. მაისური, რომლის დიზაინმაც 80-90-იანი წლების მოგონებები აღძრა, ქომაგისთვის 90 ევრო ეღირება.
