ესპანურმა Marca-მ XXI-ე საუკუნის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა.

საუკეთესოდ ცურვაში 23-გზის ოლიმპიური ჩემპიონი მაიკლ ფელპსი დასახელდა. მეორე ადგილზე მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული უსეინ ბოლტი გავიდა. სამეულში შევიდა „დიდი მუზარადის“ ტურნირების 20-გზის მომგები როჯერ ფედერერი.

Phelps Wins Male Athlete of the Year at Golden Gogglesათეული ასე გამოიყურება:

1.მაიკლ ფელპსი (ცურვა);

2.უსეინ ბოლტი (მძლეოსნობა);

3.როჯერ ფედერერი (ჩოგბურთი);

4.რაფაელ ნადალი (ჩოგბურთი);

5.კობი ბრაინტი (კალათბურთი);

6.ტაიგერ ვუდსი (გოლფი);

7.ლეო მესი (ფეხბურთი);

8.ლუის ჰემილტონი (ფორმულა 1);

9.ვალენტინო როსი (მოტოსპორტი);

10.კრიშტიანუ რონალდუ (ფეხბურთი);