Regresó el futbol español con juego de 45 minutos y gol de ex Liga ...როგორც იქნა დასრულდა მატჩი, რომელიც 15 დეკემბერს დაიწყო.

ისტორიას არ ახსოვს საფეხბურთო მატჩი ამდენი ხნით გაგრძელებულიყო. საქმე ეხება ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის გუნდების, „რაიო ვალეკანოსა“ და „ალბასეტეს“ შეხვედრას, რომელიც 179 დღის შემდეგ დასრულდა.

თამაში პირველი ტაიმის დასრულებისთანავე, გულშემატკივრების მიერ გამოყენებული შეურაცხყმყოფელი შეძახილების გამო შეწყდა. მასპინძელთა ქომაგები „ალბასეტეს“ ფორვარდის, უკრაინელი რომან ზოზულიას მისამართით სკანდირებდნენ, რომ ის ნაცისტი იყო. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ორივე გუნდის ფეხბურთელებმა მთავარ მსაჯს შეხვედრის შეწყვეტა სთხოვეს.

არბიტრმა მათი თხოვნა დააკმაყოფილა. სეგუნდა დივიზიონის ხელმძღვანელები კი, მატჩის დასრულებას თებერვალში გეგმავდნენ, მაგრამ კორონავირუსის გამო ვითარება შეიცვალა.

საბოლოოდ, შეხვედრის დარჩენილი 45 წუთის გამართვა მოხერხდა. „რაიომ“ ადვინკულას გოლით 1:0 მოიგო…

წილი
წინა სტატიაUS open ქულების გარეშე
შემდეგი სტატიასაუკუნის ფელპსი
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...