საქართველოს ნაკრების ბურჯი კარლენ ასიეშვილი კარიერას პრო დ2-ის „რუანში“ გააგრძელებს.
33 წლის ბურჯმა, რომელსაც „ორტეზსა“ და „ორიაკში“ უთამაშია, „ბრივში“ 7 სეზონი გაატარა, თუმცა წლეულს მას კონტრაქტი აღარ გაუხანგრძლივეს.
2008-2019 წლებში ასიეშვილს ნაკრების კვართით 35-ჯერ უთამაშია და 6 ლელო გაიტანა. ის 2015 წლის მსოფლიო თასის მონაწილეა. „რუანში“ მას საქართველოს ნაკრების უკანახაზელი თამაზ მჭედლიძე დახვდება.





![ნინიაშვილის 25-ე და ორი დებიუტანტი [VIDEO]](https://www.sarbieli.com/wp-content/uploads/2025/11/1111-218x150.jpg)