ესპანურმა Marca-მ XXI-ე საუკუნის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა. საუკეთესოდ ცურვაში 23-გზის ოლიმპიური ჩემპიონი მაიკლ ფელპსი დასახელდა. მეორე ადგილზე მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული უსეინ ბოლტი გავიდა. სამეულში შევიდა „დიდი მუზარადის“ ტურნირების 20-გზის მომგები როჯერ ფედერერი. ათეული ასე გამოიყურება: 1.მაიკლ ფელპსი (ცურვა); 2.უსეინ ბოლტი (მძლეოსნობა); 3.როჯერ ფედერერი (ჩოგბურთი); 4.რაფაელ ნადალი (ჩოგბურთი); 5.კობი ბრაინტი (კალათბურთი); 6.ტაიგერ ვუდსი…
როგორც იქნა დასრულდა მატჩი, რომელიც 15 დეკემბერს დაიწყო. ისტორიას არ ახსოვს საფეხბურთო მატჩი ამდენი ხნით გაგრძელებულიყო. საქმე ეხება ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის გუნდების, „რაიო ვალეკანოსა“ და „ალბასეტეს“ შეხვედრას, რომელიც 179 დღის შემდეგ დასრულდა. თამაში პირველი ტაიმის დასრულებისთანავე, გულშემატკივრების მიერ გამოყენებული შეურაცხყმყოფელი შეძახილების გამო შეწყდა. მასპინძელთა ქომაგები „ალბასეტეს“ ფორვარდის, უკრაინელი რომან ზოზულიას მისამართით სკანდირებდნენ, რომ ის ნაცისტი…
აშშ-ის ღია პირველობის გამართვასთან და ტურის განახლებასთან დაკავშირებით ATP-მა მორიფი ვიდეოკონფერენცია გამართა. ზოგიერთმა ჩოგბურთელმა გამოთქვა მოსაზრება, რომ იქნებ ღირდეს, სარეიტინგო ქულები არ დაირიცხოს არამხოლოდ ამ ტურნირზე, არამედ ტურის შეჩერებიდან ერთი წლის განმავლობაში (2021 წლის მარტამდე). არგუმენტი: აშშ-ის ღია პირველობა საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე გაიმართება, წყვილთა თანრიგი კი 64-დან 24 წყვილამდე შემცირდება, რაც დაბალრეიტინგიან ჩოგბურთელებს ტურნირზე მოხვედრის…
მადრიდის „ატლეტიკოს“ პრეზიდენტ ენრიკე სერესოს ჰკითხეს, რამდენად შესაძლებელია, რომ სეზონის დარჩენილ ნაწილში დაუძინებელ მტერ „რეალს“ მათი მშობლიური „ვანდა მეტროპოლიტანო“ საშინაო მატჩებისთვის დაუთმოს. „მე ვაპირებ ჩამოვიხსნა ნიღაბი და ისე გიპასუხოთ ამ კითხვაზე. არავის შეეპაროს ეჭვი, რომ „რეალს“ ჩვენი სტადიონით სარგებლობას შევთავაზებთ,” – იყო ბატონი სერესოს პასუხი. თავად კითხვა კი ფლორენტინო პერესის განცხადებას მოჰყვა: „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მიმდინარე…
საქართველოს ნაკრების ბურჯი კარლენ ასიეშვილი კარიერას პრო დ2-ის „რუანში“ გააგრძელებს. 33 წლის ბურჯმა, რომელსაც „ორტეზსა“ და „ორიაკში“ უთამაშია, „ბრივში“ 7 სეზონი გაატარა, თუმცა წლეულს მას კონტრაქტი აღარ გაუხანგრძლივეს. 2008-2019 წლებში ასიეშვილს ნაკრების კვართით 35-ჯერ უთამაშია და 6 ლელო გაიტანა. ის 2015 წლის მსოფლიო თასის მონაწილეა. „რუანში“ მას საქართველოს ნაკრების უკანახაზელი თამაზ მჭედლიძე დახვდება.
აგენტმა ფურიო ვალკარეჯიმ განაცხადა, რომ მარიო ბალოტელისთვის უკეთესი იქნება თუ საფეხბურთო კარიერას დაასრულებს. „წინა სეზონში ბალოტელის კიდევ ჰქონდა შანსი, მაგრამ ახლა, ვფიქრობ, უმჯობესი იქნება კარიერა დაასრულოს. მისმა აგენტმა რაიოლამ, პასუხისმგებლობის ნაწილი საკუთარ თავზე უნდა აიღოს და ეცადოს მარიოს დაეხმაროს. ამის მაგივრად ის ბალოტელის როგორც დიდ ჩემპიონს, ისე წამოადგენს და მერე ყველა გუნდი გაწბილებული რჩება მისით,“…
მერსისაიდული დერბი „ლივერპულსა“ და „ევერტონს“ შორის 21 ივნისს „გუდისონ პარკზე“ ჩატარდება. აქამდე ნათქვამი იყო, რომ 30-ე ტურის ეს თამაში საკარანტინო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ნეიტრალურ მოედანზე გამართულიყო. ამ გზით, პრემიერლიგის მამები სტადიონთან ფანების მასობრივი თავშეყრის არიდებას ფიქრობდნენ. თუმცა ადგილობრივ ხელისუფლებასთან, პოლიციასთან და ფანკლუბებთან თათბირის შენდეგ გადაწყდა, რომ დერბი „ევერტონის“ საშინაო არენაზე ჩაატარონ. ამ გადაწყვეტილებაზე იმანაც იქონია…
კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებული ესპანეთის ჩემპიონატი დღეს განახლდება. პირველად მოედანზე „სევილია“ და „ბეტისი“ გავლენ. ამათი დაპირისპირება კი მოგეხსენებათ, სევილიური დერბია. ესეც და სეზონის დარჩენილი თამაშებიც, როგორც ადრევე იყო ცნობილი, უმაყურებლოდ გაიმართება. თუმცა წესით, საინტერესო ტექნიკური სიახლის მომსწრენი უნდა გავხდეთ – გადაწყდა, რომ გულშემატკივრებს ტრიბუნებზე კომპიუტერული გრაფიკის დახმარებით „დაამატებენ.“ რამდენად რეალური იქნება ამგვარი გრაფიკა, სულ მალე…
„სტოკში” პანიკაა. გუშინ გაცნობეთ, რომ ამ გუნდის მწვრთნელს მაიკლ ონილს კორონავირუსი დაუდგინდა, სამი ფეხბურთელი კი სადაცაა მამა უნდა გახდეს. ინგლისურ მედიაში დაიწერა, რომ ერთ-ერთ მათგანს ცოლმა უთხრა, სანამ ყველაფერი არ ჩამთავრდება სახლში აღარ მოხვიდეო. ფეხბურთელების ვინაობას ჯერ არ ასახელებენ. შეგახსენებთ, რომ ონილის ავადმყოფობის ამბავი სტოკელებმა მაშინ შეიტყვეს, როდესაც გუნდი „მანჩესტერ იუნაიტედის” ქერინგტონის ბაზაზე მივიდა ამხანაგური…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes