Becker backs Federer's decision to skip French Open - Rediff Sportsმსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი როჯერ ფედერერი აცხადებს, რომ 2021 წლამდე კორტზე აღარ დაუბრუნდება. შვეიცარიელი 8 აგვისტოს 39 წლის გახდება. ამ ასაკში ჩოგბურთელი კიდევ ტამაშზე რომ ფიქრობს და არა – წასვლაზე, ეს უკვე გასაკვირია.

წლეულს კი ორი დიდი ტურნირია დარჩენილი – ამერიკის ღია პირველობა და „როლან გაროსი“. ჯერჯერობით, გაურკვეველია შემაჯამებელი ტურნირის ბედი, რომელიც ტრადიციულად სეზონის ბოლოს იმართება.

„ძვირფასო გულშემატკივრებო, იმედი მაქვს ყველა ჯანმრთელად და უსაფრთხოდ ხართ. რამდენიმე კვირის წინ აღდგენითი პროცესის დროს გარკვეულ პრობლემები მქონდა. მარჯვენა მუხლზე დამატებით მომიხდა ართროსკოპიული პროცედურების ჩატარება.

ახლა ისე უნდა მოვიქცე, როგორც 2017 წელს გავაკეთე – ვგეგმავ დროის გამოყენებას, რათა 100%-ით მზად ვიყო კორტზე დასაბრუნებლად. მართალია, ჩოგბურთი და გულშემატკივრები დამაკლდება, მაგრამ მოთმენლად ველი 2021 წელს.

კეთილი სურვილებით, თქვენი როჯერი, – დაწერა ფედერერმა საკუთარ „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ქარაგმულად თქვა, რომ ამერიკის ღია პირველობის გამოტოვებას აპირებს.

How Roger Federer made tennis beautiful again