Bundesliga, Matchday 16: Mainz 05 outclassed Werder Bremen ...წინა ტურში „მაინცმა“ ბუნდესლიგის განახლებიდან პირველი გამარჯვება მოიპოვა და გასავარდნ ზონას თავი დააღწია. ამის მიუხედავად, გუნდის ერთ-ერთმა ფანმა სეზონური აბონემენტის გაუქმება მოითხოვა.
მისი უკმაყოფილების მიზეზი ის იყო, რომ „აინტრახტის“ კარში გოლები შავკანიანმა ფეხბურთელებმა – ნიაკატემ და კუნდემ გაიტანეს. კლუბის ხელმძღვანელობა ისე აღაშფოთა ფანის საქციელმა, მისი განმარტება სრულად გამოაქვეყნეს:
„უკვე რამდენიმე თვეა, რაც ვეღარ ვახდენ საკუთარი თავის იდენტიფიცირებას კლუბთან. ვიცი, რაც მოჰყვება ამ ნაბიჯს, მაგრამ მე არ ვარ რასისტი. პირიქით – მე მეზიზღება რასიზმი, მაგრამ ის, რაც ბოლო პერიოდში ხდება, ყოველგვარ საზღვარს სცდება. მექმნება შთაბეჭდილება, რომ აფრიკის თასზე ვიმყოფები“.
სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ბოლო შეხვედრებში „მაინცის“ სასტარტოში 9 შავკანიანმა ფეხბურთელმა ითამაშა, ახალგაზრდა გერმანელები კი შანსს სათადარიგოთა სკამზე ელიან. კლუბმა მოახდინა აბონემენტის ანულირება, თუმც ქომაგს მაინც განუმარტეს, რომ ის რასისტია.