Real Madrid Gunning for PSG Star Kylian Mbappe with a Record Bid ...სპორტული კვლევების საერთაშორისო ცენტრმა (CIES) საკუთარ ვებ გვერდზე მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების განახლებული სია გამოაქვეყნა.

სიას კვლავინდებურად ფრანგული პსჟ-ის თავდამსხმელი კილიან მბაპე ლიდერობს, რომელიც 259,2 მილიონ ევროდ არის შეფასებული. სამეულში ასევე შედიან: „სიტის“ შემტევი რახიმ სტერლინგი (194.7) და მისი პარტნიორი ინგლისის ნაკრებში, „დორტმუნდის“  ნახევარმცველი ჯეიდონ სანჩო (179,1).

Manchester Yunayted" Alfonso Devisni 1,5 million funt evaziga o'z ...„ოქროს ბურთის“ ბოლო 12 წლის დომინანტები, „ბარსელონასა“ და ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელები, ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ ოცეულშიც კი ვერ მოხვდნენ. არგენტინელი, რომელიც 100,1 მილიონად შეფასდა, 22-ე ადგილზეა, ხოლო პორტუგალიელის ფასი 62,8 მილიონი არის, რაც 70-ე მაჩვენებელია.

არ გაგიკვირდეთ, ათეულშია მიუნხენის „ბაიერნის“ 19 წლის კანადელი ნახევარმცველი ალფონსო დევისი.

ყველაზე ძვირად ღირებული მეკარე „სიტის“ მეკარე ედერსონია – 86.8 მილიონი, ხოლო მცველებს შორის ლიდერობს „ლივერპულის“ ფეხბურთელი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი – 171 მილიონი ევრო.

ათეული ასე გამოიყურება

  1. Lionel Messi and Cristiano Ronaldo could be Banned from Traveling ...ილიან მბაპე (პსჟ) – 259.2 მილიონი ევრო;
  2. რაჰიმ სტერლინგი (სიტი) – 194.7 მილიონი;
  3. ჯეიდონ სანჩო (დორტმუნდი) – 179.1 მილიონი;
  4. ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი (ლივერპული) – 171.1 მილიონი;
  5. მარკუს რეშფორდი (მანჩესტერ იუნაიტედი) – 152.3 მილიონი;
  6. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) – 144.9 მილიონი;
  7. სადიო მანე (ლივერპული) – 139.2 მილიონი;
  8. ანტუან გრიზმანი (ბარსელონა) – 136.4 მილიონი;
  9. ალფონსო დევისი (ბაიერნი) – 133.5 მილიონი;
  10. ჰარი კეინი (ტოტენჰემ ჰოთსპური) – 118.7 მილიონი;