Everything you need to know about the NBA season resuming in ...ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ხელმძღვანელობა სეზონის განახლებაზე მუშაობს. ამ პროცესში ერთი საინტერესო დეტალი გამოიკვეთა – ლიგის გადაწყვეტილებით, ჩემპიონატის განახლების შემდეგ, კალათბურთელებს დოპინგზე არ შეამოწმებენ. სამაგიეროდ, ყოველდღიურად გაივლიან ტესტ კორონავირუსზე.

ადრეც ვწერდით, რომ NBA-ს სეზონს 22 გუნდი გაანახლებს – მხოლოდ ის გუნდები, რომლებსაც ფლეი ოფში მოხვედრის შანსი აქვს. სამაგიეროდ, ის 8 გუნდი, რომლებიც „თამაშგარე მდგომარეობაში“ დარჩნენ, მომდევნო დრაფტზე საწყის ადგილებს მიიღებენ.

22-გუნდიანი ჩემპიონატი ორლანდოში გაიმართება. სეზონის განახლება 31 ივლისს არის დაგეგმილი, ყველა შეხვედრა მაყურებლების გარეშე ჩატარდება, ხოლო კალათბურთელები სპეციალურ კამპუსში იცხოვრებენ.