პედრო რომისკენ

Home კატეგორიის გარეშე პედრო რომისკენ
პედრო რომისკენ

Pedro would 'drop everything' for Barcelona return | Goal.com„ჩელსის“ პედრო შესაძლოა „რომაში“ გადავიდეს. იტალიელებს ლონდონურ კლუბთან მოლაპარაკება ფაქტობრივად დასრულებული აქვთ და ახლა ფეხბურთელის აგენტთან პირადი კონტრაქტის დეტალებს აგვარებენ. ესპანელ ფეხბურთელს „ჩელსისთან“ ხელშეკრულება სეზონის ბოლოს უმთავრდება და რომას მის სანაცვლოდ მინიმალური თანხის გადახდა მოუწევს.

„რომას“ გარდა პედროს გადაბირებით „ვალენსია“, „ბეტისი“, „სევილია“, „მილანი“ და „იუვენტუსი“ არიან დაინტერესებული. მას ამერიკის შეერთებული შტატებიდან და აზიის კლუბებიდანაც დაუკავშირდნენ.

პედრო „ჩელსიში“ „ბარსელონადან“ 2015 წელს გადაბარგდა. „არისტოკრატებთან“ ერთად მან ევროპა ლიგა, პრემიერლიგა, ინგლისისა და ლიგის თასი მოიგო. 32 წლის შემტევმა ამ სეზონში 18 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...