Ansu Fati turns 17ესპანური მედიის ცნობით, „ბარსელონამ“ 17 წლის ფეხბურთელის, ანსუ ფატის ტრანსფერისთვის 100-მილიონიანი წინადადება მიიღო. მედია ფატის მსურველი კონკრეტული გუნდის სახელს არ ასახელებს.

სერიოზული თანხის შეთავაზების მიუხედავად და პანდემიის შემდეგ კლუბებში არსებული ფინანსური კრიზისის გავითვალისწინებთ, „ბარსამ“ წინადადება უარყო. როგორც ირკვევა, გადაწყვეტილება პირადად კლუბის პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ მიიღო. მისი თქმით, ფატი არ იყიდება და კლუბი არ აპირებს ახალგაზრდა ტალანტის გასხვისებისთვის მოლაპარაკებებას დათანხმდეს.

ფატი „ბარსელონას“ აღზრდილია. მიმდინარე სეზონში პრიმერა დივიზიონის 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 4 გოლი და ერთი შედეგიანი პასი გააკეთა.

წილი
წინა სტატიაზეიმი მოიცდის
შემდეგი სტატიაპედრო რომისკენ
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.