პორტუგალიის ჩემპიონატის ლიდერის, „პორტუს“ ფეხბურთელები 25-ე ტურის მატჩში, „ფამალიკაოს“ წინააღმდეგ, მაისურებზე საგანგებო წარწერებით გამოვიდნენ, რომლებზეც ექიმებისადმი მიძღვნილი მადლობა ეწერა. ზურგზე მათ სპონსორის, პორტუგალიური ლუდსახარშის, Super Bock-ის ნაცვლად Super Doc ეწერათ. ასევე მაისურებს ექიმების ხელმოწერები ამშვენებდა.
ეს პორტუგალიის ჩემპიონატის პირველი დღის მატჩი გახდათ ბოლო სამი თვის შემდეგ. მიზეზი კორონავირუსის მიზეზით გაჩენილი პაუზა იყო.
სხვათა შორის, „პორტუ“ 2:1 დამარცხდა „ფამალიკაოსთან,“ თუმცა ლიდერობა მაინც შეინარჩუნა.