Turkish Airlines supplies private charter flights for Final Four ...ევროპის ყველა პრესტიჟული საკალათბურთო ტურნირი სპონსორის გარეშე დარჩა. ევროლიგა და ერთ-ერთი მძლავრი ავიაკომპანია Turkish Airlines აღარ ითანამშროლებენ. ახლა ევროლიგის ხელმძღვანელობას ახალი სპონსორის მოძებნა მოუწევს.

არადა, ადრე ევროლიგის პრეზიდენტმა ჟორდი ბერთომეუმ რამდენჯერმე ხაზგასმით აღნიშნა, რომ Turkish Airlines-თან ხელშეკრულების გაგრძელებას აპირებდნენ, მაგრამ…

ევროლიგა და Turkish Airlines 10 წელი თანამშრომლობდნენ.

აქვე ვთქვათ, რომ კორონავირუსის პანდემიამ ბევრ საკალათბურთო გუნდს მასშტაბური ეკონომიკური დარტყმა მიაყენა. შედეგად, სპონსორებმა თანამშრომლობაზე უარი თქვეს.

ამ მხრივ კორონამ ყველაზე მეტად ავიაკომპანიებს გაუჭირვა. Turkish Airlines-ის გარდა კიდევ ერთი ავიაკომპანია ჩამოშორდა კალათბურთს – მოსკოვის ცსკას უარი Аэрофлот-მა უთხრა.