მოსკოვის „ლოკომოტივიდან“ გაშვების შემდეგ იური სიომინი პირველად ალაპარაკდა. „პალიჩმა“ მადლობა გადაუხადა კლუბის დირექტორთა საბჭოს შეფ ანატოლი მეშერიაკოვსა და გენერალურ დირექტორ ვასილი კიკნაძეს, თუმც იქვე აღნიშნა, რომ მასში „მხეცი“ გააღვიძეს…

სიომინის ინტერვიუში ჩვენთვის საინტერესო ის იყო, რომ „ლოკომოტივიდან“ „რუბინში“ გადასულ ხვიჩა კვარაცხელიას საკითხსაც შეეხო.

„აბსოლუტურად აღმაშფოთებელი შემთხვევა მოხდა ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით. ის „ლოკომოტივის“ მომავალი იყო! მე ასე ვხედავდი – ალექსეი მირანჩუკი წავიდოდა და მის ადგილზე ხვიჩა ითამაშებდა. კვარაცხელია ჩვენთან იჯარით კარგა ხანს იმყოფებოდა და მასში 100 პროცენტით ვიყავით დარწმუნებული. ვფიქრობ, ადამიანებმა, რომლებმაც გადაწყვეტილება ხვიჩას შესახებ მიიღეს, დიდი ზიანი მიაყენეს „ლოკომოტივს“ – როგორც სპორტული, ასევე – ფინანსურიც. ჩვენ დავკარგეთ იაფი ფეხბურთელი, რომელიც მირანჩუკის წასვლის შემთხვევაში, ჩვენს თამაშში უმტკივნეულოდ ჩაერთვებოდა. შემდეგ კი გაცილებით აიმაღლებდა სატრანსფერო ფასს“, – განაცხადა სიომინმა.

წილი
წინა სტატიაNBA გზაშია
შემდეგი სტატია„მერე გადაგიხდი” აღარ გამოვა
ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...