Atalanta Coach Gian Piero Gasperini Reveals He Had Coronavirus ...„ატალანტას“ მწვრთნელი ჯან პიერო გასპერინი აცხადებს, რომ ფეხბურთში სამი ცვლილების ნაცვლად დაშვებული ხუთი ცვლილება კარგი იდეა არ არის.

„ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ფეხბურთელები „მშიერები“ არიან და თამაში უნდათ. ვარჯიშებზე ჩვენ უფრო უკეთ მოვემზადეთ და თუნდაც ხვალვე შეგვიძლია მოედანზე გასვლა. თუმცა, ბევრს პირადი ინტერესი ამოძრავებს და არ უნდა ჩემპიონატის გაგრძელება. ამით უნდათ ჩავარდნილი სეზონი „ჩამოწერონ“.

არც მე მომწონს ფეხბურთი ცარიელი ტრიბუნების წინაშე, მაგრამ ახლა ეს ერთადერთი ვარიანტია. ხუთი ცვლილება? ეს ცუდი იდეაა – ფეხბურთი კალათბურთს დაემსგავსება. ეს წააგავს ფორმულა 1-ის რბოლის დროს ბოლიდს ძრავი რომ გამოუცვალო. სანახაობაზეც იმოექმედებს. ბოლო-ბოლო ვინ არის ის გენიოსი, რომელმაც „აღმოაჩინა“, რომ ხუთი ცვლილება ტრამვებს შეამცირებს“? – კითხულობს გასპერინი.

შეგახსენებთ, რომ 5 ცვლილება არც „ბარსელონას“ თავკაც კიკე სეტიენს მოსწონს, თუმცა გასპერინისგან განსხვავებით, ის ფიქრობს, რომ ეს წესი იმ გუნდებს მისცემს უპირატესობას, რომლებიც „ბარსაზე“ ფიზიკურად უფრო ცუდად არიან მომზადებულნი .