წლეულს ევროლიგის სეზონი დასრულებულია. ამიტომაც ტურნირის საუკეთესო კალათბურთელები ვადაზე ადრე გამოაცხადეს. საქართველოს ნაკრებისა და ესპანური „ბასკონიას“ ლიდერი თორნიკე შენგელია ორ ნომინაციაში მოხვდა.

პირველი სიმბოლური ხუთეული:

Tornike Shengelia-the best basketball player at Spanish ...შეინ ლარკინი (აშშ, „ეფესი“), მაიკ ჯეიმსი (აშშ, ცსკა), თორნიკე შენგელია (საქართველო, „ბასკონია“), ნიკოლა მიროტიჩი (ესპანეთი, „ბარსელონა“), გრეგ მონრო (აშშ, „ბაიერნი“).

ხუთეულში მხოლოდ ორი ევროპელია, აქედან გამომდინარე შენგელიას, ცხადია, არც „ბებერი კონტინენტის“ წარმომადგენელთა საუკეთესო ხუთეულში მოხვედრა გაუჭირდა:

ნიკ კალატესი (საბერძნეთი, „პანათინაიკოსი“), ალექსეი შვედი (რუსეთი, „ხიმკი“), თორნიკე შენგელია, ნიკოლა მიროტიჩი, ნიკოლა მილუტინოვი (სერბეთი, „ოლიმპიაკოსი“).

ასეთია ევროპელთა სიმბოლური ხუთეული.

შენგელიასთვის ევროპული სეზონი კი დასრულდა, მაგრამ 17 ივნისს ესპანური ლიგა განახლდება და ჩვენებური ახლა ლიგა ენდესაში ეცდება გუნდური თუ პირადი ჯილდოების მოგებას. ამის შესახებ თავად თორნიკემ ისაუბრა…

„გასაგებ მიზეზთა გამო, დიდი დრო გაგვიცდა და ჩვეულ რეჟიმში დაბრუნება იოლი არ იქნება. ყველაფერი სპეციალური რეგულაციებით ხდება და მათთან შეგუება გვიწევს, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. რეგულაციების გარეშე სეზონის განახლება შეუძლებელი იქნებოდა. ასეთ ფორსირებულ რეჟიმში თამაშისას, ტრავმის მიღების ალბათობაც იზრდება. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის. უჩვეულო სიტუაციაა, რთულ პერიოდს გავდივართ და ვიმედოვნებთ, დაგვიფასდება.

გუნდში კარგი ვითარებაა, რადგანაც ამ პერიოდში ლუკა ვილდოზა და ჯეისონ გრეინჯერიც გამოჯანმრთელდნენ და მომავალ მატჩებში დაგვეხმარებიან. ჯანსაღი ატმოსფეროს არსებობას „ბასკონიას“ ხელს მთავარი მწვრთნელიც უწყობს. ყველას გახსოვთ, რომ დუშკო ივანოვიჩის მოსვლის დროს, „ბასკონიაში“ არც თუ კარგი მდგომარეობა იყო, ახლა კი, ბიჭებს საკუთარი თავის რწმენა დაუბრუნდათ. ჩვენი გუნდი ყველა მატჩზე მოსაგებად გადის და ახლაც ასე იქნება,“ – ამბობს თორნიკე შენგელია.