„ლაციოს“ ნახევარმცველი სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი ისევ „პარი სენ-ჟერმენის“ რადარზეა. ფრანგულმა კლუბმა უკვე წამოიწყო მოლაპარაკებები რომაელებთან და მზად არის ფეხბურთელის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო გადაიხადოს.
2019 წლის ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე სერბი ნახევარცველი ტოპ-კლუბების ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ფეხბურთელი იყო, თუმცა, მაშინ „ლაციომ“ სოლიდური ფასი დაადო – 100 მილიონი ევრო, რამაც მილინკოვიჩ-სავიჩის პოტენციური მყიდველები დააფრთხო.
იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონში, მილინკოვიჩი-სავიჩმა 25 მატჩი ითამაშა, რომელშიც ოთხი გოლით და ამდენივე საგოლე პასით გამოირჩა. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ექვს შეხვედრაში თითო გოლი და პასი მიითვალა.
ვნახოთ, რამდენად მოეწონა „ლაციოს“ პარიზელთა შეთავაზება…