საბა კვირკველია რუსეთის სუპერთასზე ...რუსეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ბორის იგნატიევმა მოსკოვის „ლოკომოტივიდან“ იური სიომინის წასვლაზე ისაუბრა.

იგნატიევმა სიომინის განწყობასთან ერთად ქართველი ფეხბურთელი სოლომონ კვირკველიაც ახსენა.

„სიომინი ნორმალურ განწყობაზეა – ის მყარი და რკინის ნებისყოფის კაცი არის, მისი გატეხვა ძალიან რთულია. მშვენიერ ფიზიკურ ფორმაშია.

ჩვენ რეგულარულად ვეხმიანებით ერთმანეთს და როდესაც დავურეკავ, ან დარბის, ან ცურავს. მასთან აგარაკზე ახლა კვირკველიაც ვარჯიშობს.

ტერიტორია ამის საშუალებას აძლევს. ყოველ მეორე დღეს მიდის მწვრთნელთან, რომელმაც პროგრამა ჩამოუწერა და ეხმარება. ესეც სიომინის ხასიათში ზის,“ – აცხადებს იგნატიევი.