„ლაიფციგის“ მთავარი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი ხასითაზე ვერ არის. გერმანიის ბუნდესლიგის განახლების შემდეგ გუდნმა უკვე მეორე საშინაო ფრე ითამაშა – ამჯერად „ჰერტასთან“ (2:2). ნაგელსმანი არმარტო საკუთარი გუნდის თამაშით არის უკმაყოფილო, არამედ – კალენდრითაც.
„როგორ ვიქნები კმაყოფილი, როდესაც ვერ მოვიგეთ. ჩვენ მალე უნდა დავივიწყოთ ეს მატჩი. ისიც უნდა ვისწავლოთ, რომ მუდმივად მდევრის როლში არ ვიყოთ. „ჰერტასთან“ მატჩის დასაწყისში დაცვაში სკოლის მოსწავლეებს ვგავდით.
თამაშში შესვლა რთული იყო და ეს ნორმალურიც არის. ხეირიანად დასვენეა და ძალების აღდგენა ვერ მოვასწარით, „ჰერტასთვის“ კი ასე არ იყო – მათ ოთხი დღე ჰქონდათ თამაშიდან თამაშამდე პაუზა. ვინ ადგენს ასე კალენდარს? წინა ტურში „ჰერტამ“ პარასკევს ითამაშა, ჩვენ კვირას და ერთმანეთს ოთხშაბათს შევხვდით. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენთვის კალენდარი საშინლად არის გაწერილი. ეს ლიგის სხდომაზეც ვთქვი, მაგრამ არავინ მოისმინა“, – აცხადებს ნაგელსმანი.