No description available.საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის, გოჩა სვანიძის განცხადებით, დიდი 10-ის განახლების საკითხი გადაწყვეტილი არაა და ის ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული.

მან თქვა, რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი კლუბების ფინანსური მდგომარეობაა, რომელიც სახარბიელო არაა:

„კლუბებმა ერთმანეთში უნდა მოილაპარაკონ და გადაწყვეტილება ამის მიხედვით მიიღონ. ჩემი აზრით, საშეჯიბრო კომიტეტმა სავარაუდო ვადების გამოქვეყნება იჩქარა. ეს არაა გადაწყვეტილება, რადგან საბოლოო გადაწყვეტილებას გამგეობა იღებს და მას ჯერ არაფერი დაუმტკიცებია. კი ბატონო, განაახლონ კლუბებმა ვარჯიში და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები“.

„ჩვენი ინფორმაციით, კლუბების ფინანსური მდგომარეობა სახარბიელო არაა და ესეც პრობლემაა. რაგბის კავშირს დიდი 10-ის კლუბების მიმართ არანაირი დავალიანება არ აქვს, მომავალი სეზონის საბაზისო თანხა კი აგვისტოში უნდა ჩაირიცხოს. აქაც არის ერთი პრობლემა – ჩვენ არ ვიცით ვინ გავარდება მომავალი სეზონისთვის დიდი 10-იდან და ვინ ამოვა პირველი ლიგიდან. ვის უნდა ჩავურიცხოთ ეს თანხა? მუშაობა გრძელდება და მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც კლუბების ობიექტურ ინტერესებში იქნება“.

წილი
წინა სტატიაიდიოტები
შემდეგი სტატიადარჩი 10 მილიონად
სლავა გასპაროვი
სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.