მეუღლეზე ძალაობის ბრალდებით, რასაც მცირეწლოვანი ბავშვიც შეესწორო მსოფლიოს 27-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი დააკავეს. ეს ამბავი 22 მაისს მოხდა, თუმც 24 მაისის სასამართლო სხდომაზე ბასილაშვილს 100-ათასლარიანი გირაო შეეფარდა და საღამოსკენ გათავისუფლდება.
იქამდე კი ცნობილი გახდა, რომ შემაკავებელი ორდერი როგორც ნიკაზე, ასევე მამამისზეა გამოწერილი.
საინტერესოა, რომ აღკვეთის ღონისძიებად პროკურატურა სასამართლოსგან ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის პატიმრობას ითხოვდა.