No description available.ჟურნალი „ფორბსი“ ამზადებს იმ სპორტსმენი ქალბატონების რეიტინგს, რომლებმაც ყველაზე მეტი შემოსავალი მიიღეს 2019 წლის 1 ივნისიდან 2020 წლის 1 ივნისამდე. სრული რეიტინგი ჯერ არ გასაჯაროებულა, თუმცა ცნობილია პირველი საფეხურის მფლობელის ვინაობა.
იაპონელმა ჩოგბურთელმა ნაომი ოსაკამ ერთ წელიწადში 37,4 მილიონი დოლარი იშოვა, რაც არამხოლოდ წინა წლის, ყველა დროის რეკორდია. მას 1,4 მილიონით ჩამორჩა სერენა უილიამსი. ამ ორის გარდა ჯერ 30-მილიონიანი ზღვარისთვის არავის გადაუბიჯებია. ყველაზე ახლოს ამ ნიშნულთან 2015 წელს მარია შარაპოვა იყო – წლიური 29,7 მილიონი.
სამართლიანობა მოითხივს აღინიშნოს, რომ სარეკორდო თანხიდან ოსაკამ 34 მილიონი კორტს მიღმა, ანუ სპონსორებისგან იშოვა. მათ შორის იაპონური ავტოგიგანტი „ნისანი“, იაპონურივე ავიაკომპანია და ორი პარფიუმერული ფირმაც არიან. თითოეული კონტრაქტი შვიდნიშნაა, რეკორდსმენი კი „ნაიკია“, რომელიც 2025 წლამდე ოსაკას წლიურად 10 მილიონ დოლარს გადაუხდის.