Aras Ozbiliz injured | NEWS.am Sport - All about sportsJano Ananidze is Approaching the Turkish Super Leagueმოსკოვის „სპარტაკის“ ყოფილმა ფეხბურთელმა არას ოზბილისმა ჯანო ანანიძის შესახებ ძალიან ხმამაღალი განცხადება გააკეთა. მისი აზრით, ჩვენებური თავისუფლად ითამაშებდა „ბარსელონაში“.

„ისეთ ხარისხიან ფეხბურთელს, როგორიც ანანიძეა, საკუთარი თავის ბოლომდე რეალიზებისთვის სჭირდება გარკვეული პირობები და ფაქტორები.

ჯანო რომ „ბარსელონაში“ ჩაგეგდო, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდებოდა.

ამასთან, „ბარსა“ სათამაშო სტილითა და ფილოსოფიით ზუსტად ერგება ჯანოს მსგავს ნახევარმცველებს.

მისი ტექნიკის პატრონი თავისუფლად ითამაშებდა მაღალ დონეზე, მაგრამ როდესაც თამაშობ ფეხბურთს, როდესაც ბურთი შენს გუნდს ნაკლებად აქვს, მეტად ხარ ორიენტირებული დაცვაზე და უფრო ძალისმიერი თამაში გიხდება. ამ დროს რთულია ყველა შენი თვისება გამოავლინო“, – ამბობს ოზბილისი.

შეგახსენებთ, ჯანო ანანიძე 2009-2020 წლებში მოსკოვის „სპარტაკის“ ღირსებას იცავდა. ამ მონაკვეთში ორჯერ გაუშვეს იჯარით – ჯერ „როსტოვში“, შემდეგ სამარის „კრილია სოვეტოვში“.

ქართველი ფეხბურთელი არის რუსეთის ჩემპიონი (2016-17), რუსეთის თასის მფლობელი (2013-14) და რუსეთის სუპერთასის გამარჯვებული (2017).

ბოლოს ჯანო კვიპროსის „ანართოზისში“ თამაშობდა, მაგრამ სეზონის ვადამდე დასრულების შემდეგ წამოვიდა. ქართული მედია ბოლო დღეებში „ბათუმისა“ და თბილისის „დინამოს“ უკავშირებდა, მაგრამ უფრო კონკრეტული ჯერ არაფერი ისმის.