Kasimpasa" Wants Shota Arveladzeტაშკენტის „ფახთაქორის“ მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ რუსებს მათი ქვეყნის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები შეახსენა.

იქაური ჟურნალისტი შოთას 2010 წელს ახსენებს, როდესაც რუსეთის ნაკრებში სამუშაოდ სიკ ადვოკაატი მივიდა, მან კი ასისტენტად არველაძე მიიწვია. მაშინ შოთას პასუხი ლაკონური იყო – ჯერ არ შემიძლია რუსეთში მუშაობა, მათ ჩემს ქვეყანას ძალიან ბევრი ტკივილი მიაყენეს.

ხომ არ შეიცვალა აზრი არველაძემ? – ჟურნალისტმა შოთას ახლა უკვე ამ კითხვით მიმართა.

„ვერც ახლა ვიმუშავებ. ჩვენი მიწები ჯერ არავის დაუბრუნებია. 2008 წელს ოჯახი თბილისში ვიყავით, ბავშვები – ბათუმში. მახსოვს როგორი საშიში სიტუაცია იყო. ასეთი რამის დავიწყება რთულია. კლუბში მუშაობა ერთია, ნაკრებში – მეორე. არ მინდა პოლიტიკური გრძნობები თქვენს კულტურაში ავურიო, მაგრამ ეს ყოველთვის შემიშლის ხელს არჩევანის გაკეთებაში,“ – ტყუპისცალი რუს ჟურნალისტს უახლოეს ისტორია შახსენა.