Man Utd legend Jaap Stam wanted by FC Cincinnati to become new ...ნიდერლანდების ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი იაპ სტამი სამუშაოდ ოკეანის გაღმა გაემგზავრა. როტერდამის „ფეიენოორდის“ ექს-მწვრთნელი MLS-ის კლუბ „ცინცინატის“ ჩაუდგება სათავეში.

სტამის თანაშემწე კვლაივ საიდ ბაკატი იქნება, რომელიც მასთან „ფეიენოორდში“ მუშაობდა. მართალია, სტამის წასვლის შემდეგ ბაკატი კლუბში დარჩა და დიკ ადვოკაატს ეხმარებოდა, მაგრამ კლუბმა ამერიკაში წასვლის ნება მისცა.

კორონავირუსის პანდემიის გამო MLS-ის სეზონიც შეჩერებულია. პაუზამდე ამერიკულმა კლუბებმა მხოლოდ 2 ტურის გამართვა მოასწრეს. აი, განახლებაზე კი კონკრეტული არაფერი ისმის.

სტამისთვის ეს მეოთხე კლუბი იქნება – ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ „ფეიენოორდის“ გარდა, ასევე ნიდერლანდურ „ზვოლეში“ და ინგლისურ „რედინგში“ მუშაობდა.