Source: Union and Mario Balotelli in contract talks - Brotherly Game„ბრეშას“ გადარეული შემტევი, მარიო ბალოტელი, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას მშობლიურ კლუბს დატოვებს. მშობლიურს იმიტომ, რომ „ბალო“ სწორედ ამ ქალაქშია დაბადებული და დედამისი დღესაც იქ ცხოვრობს.

იტალიური მედია წერს, რომ მარიოთი ორი კლუბი: თურქული „გალათასარაი“ და ბრაზილიური „ვასკუ და გამა“ ყოფილან დაინტერესული და მის აგენტ მინო რაიოლასთან უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს.

ბალოტელი „ბრეშაში“ გასულ ზაფხულს გადავიდა ფრანგული „მარსელიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით. მიმდინარე სეზონში სერია A-ს 19 მატჩში 5 ბურთი გაიტანა.

„ბალო“ რის „ბალო“ იქნებოდა „თავისებურები“ კორონაკარანტის დროსაც არ ჩაეტარებინა. მაგალითად Football Italia-ს უთხრა, კარანტინის პირველ სამ დღეს მუყაოს ვჭამდი და კედლების კუთხეების მოკვნეტას ვცდილობდი, რადგან  საჭმლის მომზადება არ ვიცი. მერე საკვების გამოწერა მოვახერხე და მოვისვენეო.

„ბოლო დღეებში კინაღამ გავგიჟდი, რადგან მარტო დავრჩი. გოგონა ნეაპოლში მყავს, ვაჟი – ციურიხში. დედა ასაკშია და მიხედვა სჭირდება. ძმებიც კარანტინში არიან თავიანთ ოჯახებთან ერთად.“ – დასძენს „ბალო.“