
ქართველთა გუნდები არც საკუთარ დივიზიონში წყვეტენ ვარსკვლავებს: „რუეილმა“ B ჯგუფის რეგულარული სეზონი მე-4 ადგილზე დაასრულა, ხოლო კაენმა A ჯგუფში 5-ზე გავიდა.
210 სანტიმეტრიანი ტურძილაძე და 207 სანტიმეტრიანი კორსანტია საქართველოს ნაკრებში ევრობასკეტ 2021 წლის საკვალიფიკაციო მატჩებში ვიხილეთ, როდესაც საქართველომ შვეიცარიასა (96:88) და სერბეთს (94:90) მოუგო.
შვეიცარიელებთან ტურძილაძემ მოედანზე მხოლოდ 3 წუთი გაატარა და ქულები არ აუღია, სერბებთან კი 9 წუთში 4 ქულა და 5 მოხსნა… კორსანტიამ შვეიცარიასთან მატჩში 7 წუთში 3 ქულა მოინაგრა, ხოლო სერბებთან 12 წუთში ვერაფერი იხეირა, თუმცა იმ სენსაციური მოგების მონაწილე კია.

ცხადია, მოტივაციის ნაკლებობაც იქნება – ეროვნული ჩემპიონატში გამარჯვება ან საპრიზო ადგილებზე მოხვედრა მარტო მედალია. გუნდები ვერ გადიან ევროტურნირებზე და მხოლოდ სპორტის ახალ სასახლეში არიან გამოკეტილნი. ცალკე თემა იქნება ფინანსური საკითხიც.
კორსანტიაც და ტურძილაძეც ნაკრებში დიდი ტურნირებზე ალბათ ვერ მოხვდებიან, რადგან იქ მათ ის კალათბურთელები ჩაანაცვლებენ, ვინც შვეიცარიასთან და სერბეთთან სათამაშოდ მიზეზების გამო ვერ ჩამოვიდნენ. საუბარი გვაქვს „ამერიკელებზე“ – გოგა ბითაძეზე და სანდრო მამუკელაშვილზე. ასევე თორნიკე შენგელიაზე, რომელსაც ევროლიგის მატჩები ჰქონდა ჩასატარებელი და კლუბმა არ გამოუშვა. ეს კალათბურთელი იმავე პოზიციებზე თამაშობენ, რომლებზეც ტურძილაძე და კორსანტია… თუმც ვინ იცის, ეგებ საფრანგეთის მესამე ლიგაში ისე გაიზარდონ, ნაკრებისთვის შეუცვლელი კალათბურთელები გახდნენ.