ჰოლანდი მბაპესა და ნეიმარის ნაცვლად ...ითამაშებენ თუ არა ხვალ ნეიმარი და ...ესპანური „მარკას“ ინფორმატორს თუ ვენდობით, პსჟ სერიოზულად აპირებს ერლინგ ჰოლანდისთვის ბრძოლაში ჩართვას. პარიზელებს ერთბაშად ორი თავსატკივარი აქვთ: კილიან მბაპე წლეულს ან გაისად აუცილებლად გაექცევათ მადრიდის „რეალში“ და ნეიმარს კი „ბარსელონაში“ დაბრუნება ამოუჭრია გულში.
ამ ორ ფეხბურთელზე შორსმიმავალ სტრატეგიას ვერ ააგებ, ახალგაზრდა ნორვეგიელი კი დიდწილად დააბალანსებდა პსჟ-ს შეტევის ხაზს.
შეგახსენებთ, რომ ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერი გასულ ზამთარს „დორტმუნდს“ 20 მილიონი ევრო დაუჯდა. ერლინგმა ფურორისთვის ორიოდე თვე იკმარა და 12 შეხვედრაში 13-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.
კილიან მბაპე ერთია და, ნორვეგიელი სუპერბიჭუნაც სურს ფლორენტინო პერესს. ორი კლუბის ჯიუტი პრეზიდენტების ჯახს სულ მცირე ერთი გამარჯვებული მაინც ეყოლება – დორტმუნდელები დახარჯულ 20 მილიონში ხუთმაგზე ნაკლებს არ დათანხმდებიან.