No description available.დიდხანს ევაჭრა მანუელ ნოიერი მიუნხენის “ბაიერნის” ბოსებს. 34 წლის გოლკიპერი ახალ, 5-წლიან კონტრაქტს და წლიურად 20 მილიონ ევროს ითხოვდა, მაგრამ არ გამოუვიდა. 3-წლიანი კონტრაქტი და წლიურად 12 მილიონი ევრო – ეს იყო “ბაიერნის” ბოლო სიტყვა. ნოიერი იძულებული იყო, თანხმობა ეთქვა.
შეგახსენებთ, რომ თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე მიუნხენში 2011 წელს გელზენკირხენის “შალკედან” გადავიდა. ამ ცხრა წლის განმავლობაში მან შვიდჯერ მოიგო ბუნდესლიგა, თითოჯერ კი ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. ამას გარდა, ნოიერი ეროვნულ ნაკრებთან ერთად 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. როგორც უკვე მოგახსენეთ, მანუელ ნოიერი “ბაიერნის” კარს 2023 წლის ზაფხულამდე უდარაჯებს.