ერლინგ ჰოლანდი | Live.geგანახლებული ბუნდესლიგა ერლინგ ჰოლანდის გოლით დაიწყო. ეს ნორვეგიელი ვარკსვლავბიჭუნას მე-13 გოლი იყო 12 მატჩში. გარდა ამისა, ჰოლანდი 3 საგოლე პასსაც ითვლის.

ცხადია, ასეთი შედეგიანი ფეხბურთელი მუდმივად გრანდების ყურადღების ქვეშ არის და ავსტრიული „ზალცბურგიდან“ წინა სატრანსფერო ფანჯრის დროს „დორტმუნდში“ გადაბარგებული ნორვეგიელის შეძენა ახლა მადრიდის „რეალს“ სურს.

ესპანური კლუბი ერთადერთი არ არის, რომელსაც 19 წლის ფეხბურთელზე აქვს თვალი დადგმული – თანამემამულის გუნდში ხილვით „მანჩესტერის“ თავკაცი ოლე გუნარ სულშერი არის მოწადინებული. ინგლისელები მზად არიან „რეალს“ კონკურენცია გაუწიონ და ფეხბურთელი 75 მილიონ ევროდ გამოისყიდონ. თუმცა, ეს 2019-20 წლის სეზონის შემდეგ მოხდება.

სულშერს, ჯეკ გრილიშის ყიდვაც სურს. გავრცელებული ინფორმაციით ედ ვუდვორდმა უკვე მიმართა „ასტონ ვილას“, თუმც პასუხი დამაიმედებელი არ არის – გრილიში 80 მილიონი ევრო ღირს და ფასი იმ შემთხვევაშიც არ დაიწევს, თუ ბირმინგემელები პრემირლიგიდან გავარდებიან.