ეგვიპტის პოლიციამ მძრაცველთა ბანდა დააკავა. პოლიციის ასეთი მუშაობა ჩვეულებრივი მოვლენაა, უჩვეულო ის არის, რომ მძარცველები საყაჩაღოდ „ლივერპულის“ თავდამსხმელის, მოჰამედ სალაჰის ნიღბებით დადიოდნენ.
შეიარაღებული ბანდა კაიროში მაშინ დააკავეს, როდესაც მაღაზიას ძარცვავდნენ. ოთხივე თამდამსხმელს სახის დასაფარად სალახის ნიღაბი ეკეთა. პოლიციის გამოჩენისთანავე მძარცველები მიმალვას შეეცადნენ, მაგრამ ვერ შესძლეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
სალაჰი ეგვიპტის ეროვნული გმირია. თამაშობს იქაურ ნაკრებში და 67 მატჩში 41 გოლი აქვს გატანილი.