ბუნდესლიგა კი განახლდა, მაგრამ უმაყურებელოდ. თუმცა, ფეხბურთის სიყვარული რას არ გაგაკეთებინებს ადამიანს.

ბერლინის „უნიონისა“ და მიუნხენის „ბაიერნის“ მატჩი ცარიელი ტრიბუნების ფონზე ჩატარდა, მაგრამ რამდენიმე გულშემატკივარმა თამაშის ცოცხლად ყურება მაინც მოახერხა.

როგორც ირკვევა, ბერლინური გუნდის ორი ქომაგი სტადიონთან რამდენიმე მეტრში მდებარე 12-მეტრიან ხეზე აძვრა და მატჩს ისე უცქირა. ქომაგებს ხეზე ჯდომა დიდ ხანს არ დასცალდათ, რადგან პოლოციელებმა შენიშნეს და სპორტულ კომპლექსს განარიდეს, მაგრამ მათთვის ჯარიმა არ დაუკისრებიათ.

Không được vào sân, CĐV Bayern Munich trèo cây xem trộm