„ბარსელონას“ ყოფილმა ვარსკვლავმა, ჩავიმ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ არ ურჩევდა „ბარსას“ „ლივერპულისა“ და „არსენალის“ შემტევების, სადიო მანესა და პიერ-ემერიკ ობამეიანგის შეძნას.
„მანე და ობამეიანგი გახსნილ სივრცეში ნამდვილი მკვლელები არიან. მაგრამ „ბარსელონას“ სჭირდება ფეხბურთელები, რომლებსაც ჩაკეტილ სივრცეებში შეუძლიათ თავის გამოჩენა. ასეთების პოვნა კი ადვილი არ არის. ამ მხრივ ეტოო იდეალური იყო. ახლა მსგავსი ლუის სუარესია.
ნეიმარი? ის ამჟამად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და ვიმედოვნებ „ბარსელონაში“ დაბრუნდება. მას ბევრის მიცემა შეუძლია გუნდისთვის.“ – ციტირებს ჩავის სიტყვებს Metro.
იტალიური მედია კი წერს, რომ „ბარსელონა“ „იუვენტუსის“ მცველით, მატია დე შილიოთი დაინტერესდა და მზად არის მასში 10 მილიონი ევრო გადაიხადოს. ესპანელები იტალიელს პორტუგალიელი ნელსონ სემედუს შემცვლელად მოიაზრებენ, რომელმაც კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა.