მიმდინარე სეზონი აღარც შოტლანდიაში დასრულდება. ამის შესახებ ნაციონალურმა პროფესიული ფეხბურთის ლიგამ გამოაცხადა.

გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ლიგასა და მასში შემავალი კლუბების ხელმძღვანელები ვიდეოკონფერენციის შედეგად შეთანხმდნენ. დადგინდა, რომ 2019-2020 წლის სეზონის ჩამთავრება შეუძლებელია და პირველობა ვადამდე შეწდა.

საბოლოო შედეგები კი, სატურნირო ცხრილში სადღეისო მაჩვენებლით გამოიყვანეს. ასე და ამგვარად, ჩემპიონი „სელტიკი“ გახდა, რომელმაც 13 ქულით გაასწრო „რეინჯერსს“. პრემიერლიგიდან კი „ჰართსი“ გავარდა, რომელიც ბოლო, მე-12 ადგილზე აღმოჩნდა.

ანალოგიური გადაწყვეტილებები მიიღეს შოტლანდიის მეორე და მესამე დივიზიონებისთვისაც.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატები შეწყდა საფრანგეთში, ნიდერლანდებში, ბელგიასა და კვიპროსზე.

Celtic led the table when the season was suspended due to coronavirus