paolo maldini - news latest, breaking updates and headlines today ...ამბობენ, კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდებაო. მადრიდის „რეალის“ კულუარებიდან ინფორმირებული მედია ირწმუნება, რომ ფლორენტინო პერესი ლეგენდარულ იტალიელს ესპანეთში გადაბარგებას სთავაზობს.
პაოლო მალდინის „მილანის“ სპორტული დირექტორის პოსტი უკავია, თუმცა ჯერ კიდევ მარტში გავრცელდა ინფორმაცია მასსა და კლუბის ხელმძღვანელობის შორის გარკვეული უთანხმოების შესახებ. შეგახსენებთ, რომ მაშინ „მილანის“ დირექტორატი ზვონიმირ ბობანმა დატოვა.  მალდინი-ბობანის დუეტი მათ ზურგს უკან საკადრო საკითხების განხილვას აპროტესტებდა, კონკრეტულად კი საქმე ეხებოდა მთავარი მწვრთნელის პოსტზე გერმანელი რალფ რანგნიკის კანდიდატურის გამოჩენას.
თუ მალდინი მაინც გადაწყვეტს მილანიდან წასვლას, მადრიდის „რეალში“ მას ასვე სპორტული დირექტორის სავარძელი დახვდება.