მოსკოვის „ლოკომოტივის“ დირექტორთა საბჭოს წარმომადგენელმა ანატოლი მეშერიაკოვმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ „რკინიგზელთა“ პერუელ თავდამსხმელ ჯეფერსონ ფარფანს კორონავირუსი დაუდგინდა.
„დიახ, ფარფანს კორონავირუსზე დადებითი ტესტი აქვს. კარგია, რომ გუნდში მას კონტაქტი არავისთან ჰქონია. როდის განვაახლებთ ვარჯიშებს ვერ გეტყვით. ვიმოქმედებთ შესაბამისი ორგანოების გადაწყვეტილების თანახმად“, – განაცხადა მეშერიაკოვმა.
ფარფანი ქართველი ფეხბურთელის, საბა კვირკველიას თანაგუნდელია. ახლა ყველა ფეხბურთელი კორონავირუსზე ტესტირებას გაივლის. მათ შორის, კვირკველიაც.