უეფას პრეზიდენტი ალეკსანდერ ჩეფერინი უკვე ხმამაღლა აცხადებს, რომ ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო ევროსეზონის დასრულებას აგვისტოში აპირებს.

We Have a Plan A, B, or C' - UEFA President Discusses Options For ...„გვაქვს კონკრეტული გეგმა, თუ როდის დავასრულებთ ევროსეზონს. ვფიქრობთ, რომ ადგილობრივი ჩემპიონატების უმრავლებაც დასრულდება. ვინც ასე არ გააკეთა ან არ გააკეთებს, ეს მათი გადაწყვეტილება იქნება, მაგრამ, თუ გაისად უეფას ეგიდით ჩასატარებლ ტურნირებზე თამაში სურთ, ყველა შემთხვევაში მოუწევთ საკვალიფიკაციო რაუნდების გავლა.

ჩვენ უნდა მოვიცადოთ, სანამ უეფას აღმასრულებელი კომიტეტი არ იტყვის კონკრეტულ თარიღებს, მაგრამ დარმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ევროსეზონი აგვისტოში დასრულდება. ცხადია, თუ რამე სასწაული არ მოხდა და სიტუაცია არ შეიცვალა. იმაშიც დარმუნებული ვარ, რომ ევროთასები აუცილებლად დასრულდება და გამარჯვებული ეყოლება. ნაციონალური ჩემპიონატები სხვა საკითხია. თავად გადაწყვეტენ, როგორ იმოქმედონ. თუმცა, 80% სეზონს ჩაამთავრებს“, – აცხადებს ჩეფერინი.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ უკვე გაჟონა ინფორმაციამ, რომ ჩემპიონთა ლიგის მატჩები 7 აგვისტოს ჩატარდება. ყოველ შემთხვევაში, „ლიონი“-„იუვენტუსისა“ და „სიტი“-„რეალის“ მატჩების ამ დღეს გამართვაზე, ნამდვილად დაიწერა.