მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკის ზედიზედ მეხუთე სეზონია 40 და მეტი გოლი გააქვს.

ბერლინში, განახლებული ბუნდესლიგის ,„უნიონი“ და „ბავარიას“ საკვირაო მატჩში პოლონელმა ფორვარდმა მე-40 წუთზე თერთმეტმეტრიანით გახსნა ანგარიში. ეს კი მისი მე-40 გოლი გამოდგა ამ სეზონში: 26 ბუნდესლიგაში, 11 ჩემპიონთა ლიგაში და სამიც გერმანიის თასზე.

წინა სეზონში ლევანდოვსკიმ 40 გოლი გაიტანა, ხოლო საუკეთესო მაჩვენებელი 2016-17 წლების სეზონში დააფიქსირა – 43… თუმცა, ამ შედეგის გაუმჯობესება მას უახლოეს მომავალში შეუძლია – ბუნდესლიგაში წინ კიდევ რვა ტურია, პარალელურად, „ბაიერნი“ ჩემპიონთა ლიგაში აგრძელებს გამოსვლას და გერმანიის თასზეც.

Bundesliga | Is Robert Lewandowski Bayern Munich's best ever striker?