20 წლის იტალიელ ნიკოლო ძანიოლოზე დიდი ტაციაობაა ატეხილი. ბრიტანული მედიის ცნობით, „რომას“ ფეხბურთელის გადაბირება „ლივერპულს“ სურს.
ტრანსფერს ზაფხულში ელიან. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: პირველი ის, რომ მერსისაიდელებს ძალიან უნდათ ფეხბურთელის გადაბირება; ხოლო მეორე – „რომას“ ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად ძანიოლოს გაშვება ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი ვარიანტია.
თუმცა, ძანიოლოს იტალიიდან გაშვება არ სურს ტურინის „იუვენტუსს“ და „რომას“ სანაცვლოდ ფედერიკო ბერნარდესკის სთავაზობს, თუმც ისიცაა, რომ აპენინების გამორცეულ ტალანტში უკვე ჩამქრალი ბერნარდესკი საკმარისი არ იქნება და დამატებით ფინანსური მხარის მოგვარებაც გახდება საჭირო.
ძანიოლო „რომაში“ 2019 წლის ზაფხულში მილანის „ინტერიდან“ გადავიდა და სატრანსფერო ფასი სულ რაღაც 4.5 მილიონი ევრო იყო. მიმდინარე სეზონში მან „რომას“ მაისურით 18 მატჩი ჩატარა, აქედან – 15 ძირითადში. შედეგიანობით მაინც და მაინც ვერ დაიკვეხნის – ოთხი გოლი და კინკილა საგოლე პასი. ჰო, ექვსი ყვითელი ბარათიც მიიღო. ძანიოლოს კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს, ამჟამად კი, ჯვარედინი მყესები აქვს გაწყვეტილი და მკურნალობს.
ბერნარდესკიში კი, „იუვემ“ ფლორენციის „ფიორენტინას“ 40 მილიონი ევრო გადაუხადა. მანაც 18 მატჩი ითამაშა ამ სეზონში და გოლი არ გაუტანია…