
ვერნერი აქამდეც აცხადებდა, რომ მისი ოცნების გუნდი „ლივერპულია“, დამატებითი მოტივაცია კი თანამემამულე იურგენ კლოპთან მუშაობის პერსპექტივა. ეს სიმპათია ორმხრივია, რაც ტიმო ვერნერმა და იურგენ კლოპმა პირადი საუბრისას კიდევ ერთხელ დაადასტურეს.
დარჩა ერთი მაგრამ: არც თუ სახარბიელო ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ლივერპულელებს გაუჭირდებათ ვერნერის კონტრაქტში გამოსასყიდად მითითებული 50 მილიონი ევროს გადახდა. ფეხბურთელმა სიტუაციას წერტილი ასე დაუსვა: თუ „ლივერპულში“ ტრანსფერი ვერ მოხერხდა, არც ერთი სხვა გუნდის წინადადებას არ განიხილავს და 12 თვეს „ლაიფციგში“ მოიცდის.