რუსი ჟურნალისტები საქართველოს ნაკრების ფეხბურთელ საბა კვირველიას გუნდის გამოცვლას უწინასწარმეტყველებენ. 28 წლის მცველით „კრასნოდარი“, „როსტოვი“ და ვოლგოგრადის „როტორი“ არიან დაინტერესებული.
არ არის გამორიცხული, კვირკველიას სხვა გუნდში გადასვლა მოსკოვის „ლოკომოტივიდან“ მწვრთნელ იური სიომინის წასვლამაც განაპირობოს – საბა ხომ სიომინის ფავორიტ ფეხბურთელად ითვლებოდა. ამასთან, „პალიჩის“ წასვლაზე კომენტარი ყველა ფეხბურთელმა გააკეთა კვირკველიას გარდა.
კვირკველია „ლოკომოტივის“ ღირსებას 2017 წლის თებერვლიდან იცავს და კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში მან „ლოკოს“ შემადგენლობაში მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა. რკინიგზელები 22 ტურის შემდეგ 41 ქულით მეორე ადგილზე არიან და ლიდერ სანკტ-პეტერბურგის „ზენიტს“ 9 ქულით ჩამორჩებიან.
მომავალი სავარაუდო გუნდებიდან „კრასნოდარი“ მესამე ადგილზეა, „როსტოვი“ –მეოთხეზე, ხოლო „როტორმა“ ახლახან მოიპოვა პრემიერლიგის საგზური.
გავრცელებული ცნობით რუსეთის ჩემპიონატი 21 ივნისს უნდა გაგრძელდეს, მაგრამ თუ კვირკველია „როტორში“ გადავიდა, მისთვის სეზონი დასრულებული იქნებაა, რადგან რუსეთის ჩემპიონატის პირველი ლიგა უკვე დასრულებულად გამოცხადდა.